თბილისის საერთაშორისო კონფერენცია

ჯაფარიძე ოპოზიციაზე: ოცნებას მოიხსენიებენ "მთავრობად", თითქოს რაიმე ლეგიტიმაცია ჰქონდეთ

Economic Policy Research Center-ის კონფერენციას ვესწრები ორი დღეა. უამრავი ხალხია ჩამოსული, აშშ-დან და ევროპიდან, პოლიტიკოსები, ექსპერტები, სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლები. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, სადღაც მაინც ვლაპარაკობთ უკრაინასთან ბმაში საქართველოს პრობლემებზე.

დღეს ქართული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პანელური დისკუსია იყო. ბევრი რამე ითქვა ისეთი, რასაც ვეთანხმები, მაგრამ:

  1. არ ახსენებენ ან საკმარისად ხაზგასმით არ ახსენებენ იმას, რომ ამ ქვეყანაში არჩევანის უფლება წაგვართვეს, როცა არჩევნები მიიტაცეს.
  2. არ ახსენებენ რომ უზურპატორები გვმართავენ.
  3. ოცნებას მოიხსენიებენ "მთავრობად", თითქოს ამათ რაიმე ლეგიტიმაცია ჰქონდეთ

ჩვენ თუ არ დავარქმევთ ყველაფერს თავის სახელს, დასავლელ მეგობრებს რას ვთხოვთ? ფუნდამენტური ამბავი მგონია ეს. რეალობას შეგუებულის შთაბეჭდილება რჩება მაყურებელს და შეგუებული ვერ ცვლის რეალობას. This is the way!

წერს გირჩი – მეტი თავსიუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე. თბილისის საერთაშორისო კონფერენცია 5 სექტემბერს დაიწყო. მაკკეინის ინსტიტუტის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის და EPRC-ის ორგანიზებული კონფერენციის წლევანდელი მთავარი თემა უკრაინაა. 6 სექტემბრის პანელები საქართველოს პოლიტიკურ პოზიციონირებას შეეხება.

კომენტარები