თბილისის საერთაშორისო კონფერენცია

ბოკერია: NATO-ს გაფართოება შესაძლებლობაა, რუსეთს მიღებული ნორმების დარღვევის სურვილი მოვუკლათ

NATO-ს გაფართოება: უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს გაწევრიანება და რუსეთის დაცული ლიბერალურ დემოკრატიული სახელმწიფოებით გარშემორტყმა არა მხოლოდ დემოკრატიის, არამედ თავისუფალი სამყაროს რუსეთისა და სხვა ტოტალიტარული მოთამაშეებისგან დაცვის გეოპოლიტიკური სტრატეგიის საკითხია. შესაბამისად, ეს არის შესაძლებლობა, რუსეთის მოქმედ და სამომავლო ლიდერებს მოვუკლათ საყოველთაოდ მიღებული ნორმების დარღვევის სურვილი და დავამსხვრიოთ რუსეთის ნებისმიერ სამომავლო მოკავშირეობა კიდევ ერთ ძალიან დიდ სახელმწიფოსთან, რომელიც ემუქრება თავისუფალ სამყაროს. 1990-იანებისა და 2008 წლიდან გამომდინარე, დასკვნა უნდა იყოს, რომ ერთადერთი სლოგანი რომელსაც ახლა უნდა ვიყენებდეთ არის "მთლიანი, თავისუფალი ევროპა, სადაც მშვიდობა დაისადგურებს" და ეს არ გვექნება მანამ, სანამ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა არ გახდებიან NATO-ს სრულფასოვანი წევრები. 

ამბობს ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია მაკეინის და ბუშის ინსტიტუტების მიერ ორგანიზებულ თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე. 

კომენტარები