თბილისის საერთაშორისო კონფერენცია

მანდევილი: 2009 წელს ობამამ გადაწყვიტა, არ დაპირისპირებოდა რუსეთს, არ ესაუბრა საქართველოზე

მე მოსკოვში ვიყავი, როდესაც პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა, ვნახე 1999 წლის მოვლენები, ტერორისტული თავდასხმები, ომი ჩეჩნეთში, მოვლენებზე დასავლეთის მიერ თვალის დახუჭვა, შემდეგ საქართველო – 2008 წელს აქ ვიყავი მოვლენების გასაშუქებლად, ამიტომ საქართველოს ჩემს გულში ადგილი უკავია. შემდეგ ვნახე რა მოხდა 2014 წელს, ამ დროს ვაშინგტონში ვიყავი, ობამას პრეზიდენტობის პერიოდში და ძალიან კარგად მახსოვს, 2009 წელს ობამამ, როგორც რეალისტმა გადაწყვიტა, რომ როგორღაც არ დაპირისპირებოდა რუსეთს, ესაუბრა რუსეთთან კონკრეტულ საკითხებზე. ეს ნიშნავდა, რომ ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს რაღაც სახის შეთანხმებები სირიაზე, ჩვენ ვისაუბრებთ ირანზე და დანარჩენზე, რაც მისი აზრით, რთული იყო, საქართველო და სხვა, ჩვენ არ ვისაუბრებთ, რადგან ეს ძალიან რთულია. 

მას არ ესმოდა, რომ რუსეთში ყველაფერი მჭიდროდ არის დაკავშირებული – შესაბამისად, როდესაც შენ სირიაზე საუბრობ, შენ საუბრობ უკრაინაზეც და თუ ისინი დაინახავენ, რომ დასავლეთი სუსტია სირიაში, მას სუსტად აღიქვამენ ევროპაშიც.

თქვა ფრანგული გამოცემა Le Figaro-ს ჟურნალისტმა, ლორ მანდევილმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციის მეორე პანელზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და მის გეოპოლიტიკურ შედეგებს შეეხებოდა.

კომენტარები