დეოლიგარქიზაცია

კობახიძე: ოპოზიციაში იციან, რომ საკუთარ რიგებში ოლიგარქები თავად ჰყავთ

თუ ჩვენ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით მარტივად, უკრაინულ კანონპროექტს გადმოვიღებთ, ამ შემთხვევაში გამოვა რა? რომ ოლიგარქები არიან ოპოზიციის მხარეს, მაგრამ არ არიან ქართული ოცნების მხარეს. რა თქმა უნდა, ეს ოპოზიციას არ აწყობს. მათ თვითონაც იციან, რომ საკუთარ რიგებში ოლიგარქები თავად ჰყავთ. ალბათ, მათ ისეთი კანონპროექტის შემუშავება უნდათ, რომელიც რეალურ ოლიგარქებს არ ეხება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაში ვერ შევყვებით. უკრაინული კანონი ყოველგვარი კონტექსტისგან დამოუკიდებლად გაწერილია და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ დოკუმენტს საბაზისოდ ავიღებთ და მსჯელობას გავაგრძელებთ.

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ერთობლივი საკანონმდებლო პაკეტის დარეგისტრირებას გეგმავს.

კომენტარები