ტრეილერი

სისხლი და თაფლი – ვინი პუჰის საშინელებათა ფილმის ტრეილერი გამოვიდა

საშინელებათა ფილმ Winnie the Pooh: Blood and Honey-ს პირველი ტრეილერი გამოვიდა.

სიუჟეტის მიხედვით. კრისტოფერ რობინი გაიზარდა და საყვარელი ფუმფულა მეგობრები მიატოვა. განშორებისგან გაბოროტებული ვინი პუჰი და ფიგლეთი შურისძიებას გეგმავენ.

ფილმის გადაღება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც 2022 წლის იანვარში ალან მილნის ნაწარმოები საზოგადო საკუთრება გახდა.

Winnie the Pooh: Blood and Honey-ს გამოსვლის ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები