კინოსტუდია Warner Bros.-მა მეორე აქუამენის სადებიუტო ტიზერ ტრეილერი გამოაქვეყნა.
ფილმში მთავარ როლს კვლავ ჯეისონ მომოა შეასრულებს. ძველ როლებს ასევე დაუბრუნდებიან ამბერ ჰერდი, პატრიკ უილსონი, ნიკოლ კიდმანი და დოლფ ლუნდგრენი.
სრული ტრეილერი ქსელში 14 სექტემბერს დაიდება. ფილმის პრემიერა მიმდინარე წლის 20 დეკემბერს არის ჩანიშნული.