რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გასულ 24 საათში რუსმა ოკუპანტებმა დონეცკში 8 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქი დაბომბეს. რუსების იერიშების შედეგად, 8 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 7-მა პირმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ გაავრცელა.

"რუსები მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ. მხოლოდ 28 აგვისტოს ოკუპანტებმა 4 მშვიდობიანი მოქალაქე ქალაქ ბახმუტში მოკლეს, 2 სოფელ რაიგოროდოკში, 1 ტატიანოვკაში, 1 კი ნიკოლაევკაში. ყველა, ვინც ომის დანაშაულს სჩადის, დაისჯება". - წერს კირილენკო.

კირილენკომ ასევე განაცხადა, რომ ამ დროისთვის, მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა მარიუპოლსა და ვოლნოვახაში შეუძლებელია, რადგან ეს ქალაქები რუსი ოკუპანტების მიერ დროებით ოკუპირებულია და უკრაინულ ძალებს მასზე წვდომა არ აქვთ.

კომენტარები