რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მთავრობის განკარგულებით რიგაში 79 მეტრის სიმაღლის საბჭოთა მემორიალი გაანადგურეს

ლატვიის დედაქალაქ რიგაში 79 მეტრის სიმაღლის საბჭოთა მემორიალი დაანგრიეს. ბეტონის მონუმენტი, რომელზეც საბჭოთა ხუთქიმიანი ვარსკვლავები იყო გამოსახული, წითელი არმიის ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების სიმბოლო იყო.

უკრაინაში რუსეთის აგრესიის პარალელურად ლატვიამ ქვეყნის მასშტაბით 15 ნოემბრისთვის ტოტალიტარიზმის განმადიდებელი ყველა ძეგლის განადგურების განკარგულება მიიღო, მათ შორის დედაქალაქში 1985 წელს აღმართული საბჭოთა მონუმენტისაც.

"ეს მონუმენტი გვახსენებდა საბჭოთა ოკუპაციასა და მასთან ასოციაციით დაკავშირებულ ადამიანთა ბედს: დეპორტაცია, რეპრესია და ა.შ. ჩვენ არ გვჭირდება ასეთი სახის მონუმენტი". – თქვა ლატვიის პრეზიდენტმა, ეგილს ლევიტსმა. 

საბჭოთა მონუმენტის განადგურებას ასევე გამოეხმაურა რიგის მერი, მარტი სტაკისი და აღნიშნულს "რიგისა და მთლიანად ლატვიისთვის ისტორიული მომენტი" უწოდა. 

კომენტარები