რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: არც ერთი ოკუპანტი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს ჩვენს მიწაზე

მადლობელი ვარ ყველასი, ვინც იცავს ნამდვილ ღირებულებებს. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ეხმარება უკრაინას. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც 24 თებერვლის შემდეგ აირჩია ბრძოლის გზა, იმისთვის, რაც ცხოვრებას ნამდვილს ხდის: თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის.

ძალიან მალე ჩვენ აღვნიშნავთ მთავარ ეროვნულ დღესასწაულს - ჩვენს დამოუკიდებლობას. ხვალ. ბევრი აქტივობა გვაქვს დაგეგმილი, რაც ხაზს გაუსვამს ჩვენ მიერ გავლილ გზას. ერთად გავლილს - უკრაინელები უკრაინაში, მთელ ტერიტორიაზე - თავისუფალსა და დროებით ოკუპირებულზე, რადგან ჩვენი ხალხი ყველგან იბრძვის. უკრაინელები საზღვარგარეთ - ყველა, ვინც დაგვეხმარა, ყველა, ვინც ავრცელებს სიმართლეს უკრაინაზე, ყველა, ვინც მოუწოდებდა უკრაინისთვის ბრძოლისკენ.

არც ერთი ოკუპანტი არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ ჩვენს მიწაზე. ყველა კოლაბორაციონისტმა იცის, რომ მათ მომავალი არ აქვთ. და ჩვენ არა მხოლოდ გვჯერა - არამედ ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს  პერსპექტივა.

ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. 24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

კომენტარები