რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის ბრალდებით, უკრაინა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე პროვოკაციას გეგმავს

რუსი ოკუპანტი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან
Reuters

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრალდებით, 19 აგვისტოს, გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის უკრაინაში ვიზიტის დროს, კიევი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე "მასშტაბურ პროვოკაციას" გეგმავს. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, "პროვოკაციისთვის" უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეს რაიონში განალაგეს რადიაციული დაკვირვების პოსტები, ასევე წვრთნიან ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფებს, საარტილერიო ბრიგადებსა და რადიაციულ პირობებში მებრძოლ რაზმებს.

რუსების მტკიცებით, 19 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქ ნიკოპოლიდან ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე საარტილერიო იერიშს მიიტანენ.

გასულ დღეებში მედიებში წერდნენ, რომ ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ტერიტორიაზე განათავსეს საარტილერიო დანადგარები, რომლებითაც ბომბავენ სადგურს და ნიკოპოლიდან თავდასხმების იმიტაციას აკეთებენ.

ამ ყველაფრის ფონზე, რუსეთი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობის შეჩერებით იმუქრება.

კომენტარები