რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ზელენსკი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ომით რუსეთი დაიღალოს და არა ჩვენ

ვოლოდიმირ ზელენსკი
REUTERS/Valentyn Ogirenko/File Photo

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნომერ პირველი სამხედრო-პოლიტიკური ამოცანა დაასახელა

"იმისათვის, რომ ოკუპანტები უკრაინიდან განვდევნოთ, რუსეთს ბრძოლა უფრო და უფრო უნდა გაუჭირდეს, ეს არის ჩვენი ნომერ პირველი სამხედრო-პოლიტიკური ამოცანა. რუსეთის ხელმძღვანელობა მოელის, რომ უკრაინელები, ევროპელები და მთელი მსოფლიო ომისგან დაიღლება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიღალოთ არა ჩვენ, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები, არამედ ჩვენი მტერი". - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები