რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ოლაფ შოლცი რუსი ტურისტებისთვის შეზღუდვების დაწესებას ეჭვქვეშ აყენებს

ოლაფ შოლცი მადრიდის სამიტზე, 2022 წლის 29 ივნისი.
Javier Soriano/AFP/Getty Images

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსი ტურისტებისთვის შეზღუდვების დაწესებას ეჭვქვეშ აყენებს. ამის შესახებ ოლაფ შოლცმა ოსლოში სკანდინავიის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

”ჩვენ გვესმის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან ისინი რუსეთის რეჟიმს არ ეთანხმებიან. ჩვენმა გადაწყვეტილებებმა ქვეყნის დატოვება და რუსეთის ხელმძღვანელობისა და დიქტატურისგან თავის დაღწევა არ უნდა გაართულოს". - თქვა შოლმცა.

ფინეთის პრემიერმინისტრმა სანა მარინმა, რომელიც ასევე იმყოფებოდა შეხვედრაზე, ევროკავშირის ქვეყნებს რუსი ტურისტების აკრძალვისკენ მოუწოდა, რათა მათაც გადაიხადონ ფასი უკრაინაში რუსეთის შეჭრისთვის.

კომენტარები