რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის დაზვერვა: რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ სადგურში პროვოკაციას ამზადებს

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, 4 აგვისტო
REUTERS/Alexander Ermochenko

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური სამხრეთ უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში შესაძლო პროვოკაციების შესახებ საუბრობს

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსულმა ჯარებმა ქალაქთან ახლოს ჯავშანტექნიკა განათავსეს, რომელსაც უკრაინის დროშა დაუმაგრეს. დაზვერვის ცნობითვე, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ბოლო დარტყმები რუსეთის მიერ კონტროლირებადი სოფელ ვოდიანიდან განხორციელდა.

ენერგოდარის მერი, დმიტრო ორლოვის ცნობით, ადგილობრივმა მოსახლეობამ მას რუსეთის მიერ ქალაქის ინდუსტრიული ზონისა და ზაპოროჟიეს ატომური სადგურის დაბომბვის შესახებ აცნობა. ამჟამად გაურკვეველია, მოხვდა თუ არა რუსული ძალების ჭურვები ელექტროსადგურის ტერიტორიაზე.

ამასთან, რუსეთის მიერ დანიშნული მმართველი, ვლადიმირ როგოვი Telegram-ზე წერდა, რომ ატომურ ელექტროსადგურს უკრაინული ძალები ბომბავდნენ.
 
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა რუსეთი ატომური ელექტროსადგურის იმ ნაწილზე თავდასხმაში დაადანაშაულა, რომელში გამომუშავებული ენერგიასაც სამხრეთ უკრაინა მოიხმარს.

კომენტარები