რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

შოლცი: უკრაინის რეკონსტრუქციის პაკეტი მარშალის გეგმაზე მასშტაბური იქნება

ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, უკრაინის რეკონსტრუქციის პაკეტი მარშალის გეგმაზე მასშტაბური იქნება

"ზარალი დრამატულად დიდია, ის მილიარდები დაჯდება და მთელი გლობალური საზოგადოების გონივრულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ეს იქნება დიდი, დიდი ამოცანა, რომელსაც მარშალის გეგმასთან მცირე კავშირი აქვს - [უკრაინის რეკონსტრუქციის გეგმა] უფრო მასშტაბური იქნება". - თქვა შოლცმა ბერლინში გამართულ ზაფხულის პრესკონფერენციაზე. 

ასევე, შოლცი დაბალი შემოსავლების მქონე მოქალაქეებს ფინანსურ დახმარებას შეჰპირდა. ამჯამად, გერმანია ენერგორესურსების მზარდ ფასებთან გამკლავებას ცდილობს, რომელიც რუსეთის მიერ ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირებითაა გამოწვეული.

კომენტარები