რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ესტონეთი რუსებს, რომლებსაც მათ მიერ გაცემული შენგენის ვიზები აქვთ, საზღვრებს ჩაუკეტავს

ესტონეთი რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ამ ქვეყნის მიერ გაცემული შენგენის ვიზები აქვთ, საზღვრებს ჩაუკეტავს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

როგორც რეინსალუმ განმარტა, ვიზები ძალაში დარჩება, თუმცა მათი მფლობელები ესტონეთში შესვლას ვერ შეძლებენ. მისივე თქმით, ზემოხსენებული გადაწყვეტილება მხოლოდ ესტონეთის მიერ გაცემულ ვიზებს ეხება და გავლენას არ ახდენს შენგენის ზონის სხვა ქვეყნების მიერ გაცემულ ვიზებზე. გადაწყვეტილება ძალაში 1 კვირაში შევა.

რეინსალუს თქმით, შეზღუდვები არ შეეხებათ ესტონეთში დაბადებულ ან მუდმივად მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს.

პარალელურად, ესტონეთის მთავრობა მომავალ კვირაში აპირებს განიხილოს ქვეყანაში რუსეთის ყველა მოქალაქისთვის შესვლის აკრძალვის გზები.

კომენტარები