რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა ყირიმში აფეთქებაზე: შეგახსენებთ სახანძრო უსაფრთხოების და მოწევის აკრძალვის წესებს

REUTERS

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედორივკაში, აეროდრომ საკის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ სამინისტრო ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ვერ ადგენს, თუმცა ოკუპანტებს სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და გარკვეულ ადგილებში მოწევის აკრძალვის შესახებ აფრთხილებს.

"უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ხანძრის გამომწვევ მიზეზს ვერ ადგენს, მაგრამ კიდევ ერთხელ შეახსენებს სახანძრო უსაფრთხოებისა და სახიფათო ადგილებში მოწევის აკრძალვის წესებს. 

აღნიშნული შემთხვევა ტერორისტულმა ქვეყანამ შესაძლოა საინფორმაციო ომში გამოიყენოს.

არ გამოვრიცხავთ, რომ ოკუპანტებმა "შემთხვევით" რაიმე დამახასიათებელი "შევრონი", "სავიზიტო ბარათი" ან თუნდაც "დნმ" აღმოაჩინონ. ბამბის ტანსაცმელი ძალიან ჰიგიენურია.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ენდეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს!" - ვკითხულობთ უკრაინის თავდაცვის განცხადებაში Facebook-ზე. 

ყირიმში, ნოვოფედოროვკაში, ფრონტის ხაზიდან 200 კმ-ზე განთავსებულ რუსეთის საჰაერო ძალების ავიაბაზაზე ძლიერი აფეთქება მოხდა.

Reuters-ის ცნობით, ადგილობრივი დროით 15:30-ზე ერთი წუთის განმავლობაში სულ მცირე 12 სხვადასხვა ინტენსივობის აფეთქება გაისმა. მათ შორის 3 განსაკუთრებით მასშტაბური იყო, რომელმაც კვამლი გამოიწვია. თვითმხილველების თქმით, აფეთქებამ ახლომდებარე ქალაქ საკიში სირენების ჩართვაც გამოიწვია. 

კომენტარები