აშშ-საქართველო

დეგნანი: საქართველოს აშშ-ზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს და ეს არ შეიცვლება

შეერთებული შტატები იყო და არის საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ძალიან ღიად ვსაუბრობდით. ფაქტობრივად, საქართველოს აშშ-ზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს და ეს არ შეიცვლება. ეს იმიტომ, რომ ჩვენ გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის. ეს არის საქართველოს ისტორია. ეს არის ის, რაც ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს და ეს არის საქართველოს ბედი.

ასე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოსთან, როგორც ქვეყნის მტკიცე მეგობარი, რათა დავეხმაროთ იმ მოთხოვნების შესრულებაში, რაც NATO-სა და ევროკავშირის წევრობის ნაწილია. ეს არ არის ადვილი პროცესი, ეს NATO-ს ნებისმიერ მოკავშირესა თუ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს შეუძლია დაადასტუროს. ეს ძალიან მომთხოვნი პროცესია და მას ყველა დაინტერესებული მხარის პოლიტიკური ნება და დიდი ძალისხმევა სჭირდება. არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისა, არამედ მთელი საზოგადოების, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებისაც.

თქვა აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ფორმულას ეთერში.

კომენტარები