რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ომბუდსმენის საერთაშორისო ინსტიტუტმა რუსეთში ადამიანის უფლებათა კომისარს წევრობა გაუუქმა

REUTERS

ომბუდსმენთა საერთაშორისო ინსტიტუტის (IOI) მმართველმა საბჭომ რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს პროფესიული ეთიკის და მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევის მიზეზით ორგანიზაციის წევრობა გაუუქმა.

"საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც 1978 წელს დაარსდა, ერთადერთი გლობალური ორგანიზაციაა, რომელიც თანამშრომლობს 200-ზე მეტ დამოუკიდებელ ომბუდსმენის ინსტიტუტთან მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან. საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტი ორგანიზებულია ექვს რეგიონულ ჯგუფად: აფრიკა, აზია, ავსტრალია და ოკეანეთი, ევროპა, კარიბის ზღვის აუზისა და ლათინური ამერიკის ქვეყნები და ჩრდილოეთ ამერიკა. ჩვენი წევრები უნდა აკმაყოფილებდნენ ჩვენი წესდებით დადგენილ მაღალ სტანდარტებს". – თქვა განაცხადა საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტის პრეზიდენტმა, კრის ფილდმა.

რუსეთში ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის საქმე მოიცავდა უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის სუვერენულ სახელმწიფოში უკანონო შეჭრის შემდეგ, მათ შორის განცხადებებს, რომლებიც ამართლებდნენ უკანონო შეჭრას. საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში კომისარი სრულად სამართლიან პროცედურას დაექვემდებარა.

საქართველოს სახალხო დამცველმა, როგორც IOI-ს მსოფლიო საბჭოს წევრმა, მხარი დაუჭირა რუსეთში ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრისთვის წევრობის გაუქმების გადაწყვეტილებას. საქართველოს სახალხო დამცველი 2019 წლიდან არის IOI-ს ევროპის რეგიონის დირექტორთა საბჭოს წევრი, ხოლო 2021 წლიდან IOI-ს საერთაშორისო მმართველი საბჭოს წევრი.

კომენტარები