მე მგონია, რომ 2022 წელს ამ თემაზე აღარ უნდა გველაპარაკა. ეროვნული და ეთნიკური ნიშნით განსხვავება, ვინც არ უნდა იყოს, რომელი ქვეყნის წარმომადგენელი და მოქალაქეც არ უნდა იყოს, თუნდაც ეს ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე იყოს, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არის აბსოლუტური სიბნელე, ქსენოფობია და იმგვარი დამოკიდებულება, რაც თანამედროვე და ცივილიზებულ სამყაროში არავის უნდა გააჩნდეს. მაგრამ, გააჩნიათ ერთადერთი მიზნის გამო. პირველი, ეს არის ნაციონალური მოძრაობის ვიწრო პოლიტიკური ინტერესი და მეორე, ომში ჩართვის სურვილი და ამ კამპანიით ისეთი განწყობების გაღვივება, რაც შემდეგ რაღაც უბედურებამდე მიგვიყვანს. და მესამე, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ საქართველოს სახალხო დამცველი ამ ქსენოფობიურ კამპანიას ამართლებს და ამით პრაქტიკულად მასში ერთვება. სახალხო დამცველი ერთვება ქსენოფობიურ კამპანიაში, წარმოიდგინეთ. საიდან მოიტანა სიტყვა სიყვარული, ნამდვილად ვერ გავიგე. მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციისთვის სჭირდებოდა და აქედან მოვიდა. ან სიყვარული ვინ სთხოვა, ან სიყვარულის დადასტურება ვინ სთხოვა. საერთოდ რა სიგიჟეა. საუბარია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს და მისი ქვეყანა თუ ხელისუფლება რასაც არ უნდა აკეთებდეს, ადამიანის ეროვნული და ეთნიკური ნიშნით განსხვავება და მასზე თავდასხმების მოწოდება არის სიბნელე და ქსენოფობია.
tbl.ge/63le
დაკოპირდა
თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, გასაკვირი არ არის, რომ ოკუპირებულ ქვეყანაში მოქალაქეებს აგრესორი სახელმწიფოს ხელისუფლებისა და იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდნენ, ნეგატიური განწყობები ჰქონდეთ. ლომჯარიას განცხადებით, ბუნებრივია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა რუსების მიმართ სიყვარული არ გამოხატონ.
ამავე თემაზე
- ბოკერია რუსების შემოსვლაზე: მტერს შესაძლებლობებს უფართოვებს, რომ უფრო ღრმა ქსელი ჰქონდეს
- ზარქუა: საქართველო ისეთი მაგარი და ლამაზია, რომ დიდი ხანია, რუსეთიდან რიგები დგას
- კობახიძე: იმის აუცილებლობა არ არსებობს, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმს გადავხედოთ
- კალაძე: ტურისტების შემოდინებას მივესალმებით, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ
- ივლისში საქართველოს საზღვარი 156 737-მა რუსეთის მოქალაქემ გადმოკვეთა – სტატისტიკა