რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტოლტენბერგი: თუ პუტინი ომს მოიგებს, შესაძლოა შემდეგი სამიზნე, მეზობელი ქვეყნები გახდნენ

იენს სტოლტენბერგი 
Yves Herman/Reuters

NATO-ს გენერალური მდივნის, იენ სტოლტენბერგის თქმით, თუ პუტინი უკრაინაში ომს მოიგებს, შესაძლოა მისი შემდეგი სამიზნე, რუსეთის მეზობელი ქვეყნები გახდნენ. ამის შესახებ სტოლტენბერგმა კუძულ უტოიაზე ახალგაზრდულ ბანაკთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

"ჩვენი მორალური პასუხისმგებლობაა, მხარი დავუჭიროთ უკრაინას. უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა, სადაც 40 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც გაუმართლებელი აგრესიისა და ომის სამიზნედ იქცნენ. ჩვენ ვხედავთ ომის დანაშაულებს, სამოქალაქო პირებზე თავდასხმებს და ისეთ ნგრევას, როგორიც მეორე მსოფლიო ომი შემდეგ არ გვინახავს. ჩვენ გულგრილნი ვერ ვიქნებით. ჩვენს საერთო ინტერესებშია, რომ პუტინმა წარმატებას ვერ მიაღწიოს საკუთარ ამბიციებში უკრაინის მიმართ. სამყარო, სადაც პუტინი მიიღებს სასურველ შედეგს სამხედრო ძალის გამოყენებით, გახდება უფრო სახიფათო ჩვენთვის. თუ რუსეთი ამ ომში გაიმარჯვებს, პუტინი მიიღებს დასტურს, რომ ძალადობა მუშაობს. ამ შემთხვევაში კი შეიძლება რუსეთის მეზობელი ქვეყნები გახდნენ, მომდევნო სამიზნეები". - თქვა სტოლტენბერგმა.

ამასთან, ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ NATO-ს ერთ-ერთი მიზანია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი არ გაფართოვდეს.

"ჩვენი ერთ-ერთი მიზანია ომის გაფართოების პრევენცია. ჩვენ ამას ორი გზით ვაკეთებთ. პირველ რიგში, ჩვენ არ ვართ ომში ჩართულნი, ჩვენ არ შევდივართ უკრაინაში სამხედროებით. ასევე, მკაფიოდ ვაჩვენებთ, რომ NATO-ს წევრ სახელმწიფოზე თავდასხმას მოჰყვება პასუხი მთელი ალიანსისგან. სწორედ ამ მიზნით ვზრდით სამხედრო წარმომადგენლობას აღმოსავლეთ ფლანგზე". - თქვა სტოლტენბერგმა.

კომენტარები