მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

აზერბაიჯანის თავდაცვა: მთიან ყარაბაღში რამდენიმე სიმაღლეზე კონტროლი მოვიპოვეთ

Министерство обороны Азербайджана

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის სამხედროებმა მთიან ყარაბაღში რამდენიმე სიმაღლეზე კონტროლის მოპოვება შეძლეს.

სამინისტროს განცხადებით, ოპერაცია "ანგარიშსწორების" ფარგლებში, აზერბაიჯანის არმიამ გირჰგიზისა და სარიბაბას სიმაღლეები აიღო და ასევე, სხვა "მნიშვნელოვანი დომინანტური სიმაღლე მცირე კავკასიონის მთათა ჯაჭვის, ყარაბაღის ქედის გასწვრივ".

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოპერაციის ფარგლებში, განადგურებულია სომხური შეიარაღებული ფორმირებების რამდენიმე პოზიცია. ასევემ იუხარი ორატაღის დასახლებაში სამხედრო ნაწილზე განხორციელდა ავიაიერიში, რის შედეგადაც განადგურდა და დაშავდა ცოცხალი ძალა, რამდენიმე ჰაუბიცა, სამხედრო სატრანსპორტო საშუალებები და საბრძოლო მასალები.

ამასთან, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ მათ სომხეთის შეიარაღებული ძალებისა და სომხეთის უკანონო შეირაღებული ფორმირებების აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დგომის შესახებ არაერთხელ განაცხადეს და მოითხოვეს ამ ტერიტორიის დემილიტარიზაცია და მათი გასვლა, თუმცა უშედეგოდ. როგორც სამინისტრო აცხადებს, ამიერიდან აზერბაიჯანული მხარე ყველა მსგავს ნაბიჯს უპასუხებს და შედეგები კიდევ უფრო დამანგრეველი იქნება.

კომენტარები