რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გუტიერეში: კაცობრიობას ერთი შეცდომა აშორებს ბირთვული განადგურებისგან

"დღეს, კაცობრიობას ერთი გაუგებრობა, ერთი არასწორი გამოთვლა აშორებს ბირთვული განადგურებისგან". – თქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა გაეროს ბირთვული იარაღის შეთანხმების კონფერენციაზე.

გუტიერეშის თქმით, კლიმატის პრობლემებმა, უთანასწორობამ, კონფლიქტებმა, ადამიანის უფლებების დარღვევებმა და ეკონომიკურმა კრიზისმა გეოპოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაცია გამოიწვია.

"კლიმატის კრიზისი, მასშტაბური უთანასწორობები, კონფლიქტები, ადამიანის უფლებების დარღვევები და COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკურმა განადგურებამ მსოფლიო იმაზე უფრო დიდი სტრესის ქვეშ მოაქცია, ვიდრე ეს ჩვენს ცხოვრებაში მომხდარა. [...] კაცოიბრიობა ჰიროსიმასა და ნაგასაკის შემაძრწუნებელი ცეცხლიდან გამოტანილი გაკვეთილების დავიწყების საშიშროების ქვეშაა". – თქვა გუტიერეშმა. 

გუტიერეშის თქმით, გეოპოლიტიკური დაძაბულობა ახალ მწვერვალს აღწევს და სახელმწიფოებს შორის დიალოგი უნდობლობამ ჩაანაცვლა. 

"სახელმწიფოები ყალბი უსაფრთხოებისთვის ცდილობენ მომარაგებასა და მილიარდობით დოლარის დახარჯვას აღსასრულის იარაღებზე, რომლებსაც ჩვენს პლანეტაზე ადგილი არ აქვთ". – ამბობს გაეროს გენერალური მდივანი.

გუტიერეშის თქმით, კატასტროფის თავიდან ასარიდებლად, საჭიროა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ახალი ხელშეკრულების სწრაფად მიღება.

"ჩვენ, ისე, როგორც არასდროს, გვჭირდება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება. ეს კონფერენცია ამიტომაც არის მნიშვნელოვანი. ეს შესაძლებლობაა, შემოვიღოთ ზომები, რომლებიც კონკრეტული უბედურებების თავიდან აცილებაში დაგვეხმარება". – ამბობს გუტიერეში. 

კომენტარები