მკვლელობა

20 წლის მირიან კუკავას საქმეზე ბრალდებულ რვავე პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს დავით ჯიჯეიშვილს და კიდევ 7 პირს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობაზე.

მანამდე, სასამართლო პროცესზე 20 წლის მირიან კუკავას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა დავით ჯიჯეიშვილმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა და თქვა, რომ კუკავა მისი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, თუმცა ბრალდებული ამბობს, რომ ხულიგნობაში დამნაშავედ არ ვნობს თავს.

განზრახ მკვლეობასა და ხულიგნობაში ბრალდებული დავით ჯიჯეიშვილის გარდა, 7 პირს ბრალად ედება გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება, დანაშაულის შეუტყობინებლობა და ხულიგნობა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მკვლელობა 28 ივლისს მოხდა. ცხვარიჭამიაში ახალგაზრდები დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

კომენტარები