ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პირმა თავი მოიკლა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მომხდარ განზრახ მკვლელობისა და თვითმკვლელობის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მამაკაცმა სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა მომხდარიდან მალევე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა". - წერია შსს-ს განცხადებაში.





