რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Bayraktar-ის მწარმოებელი უკრაინას პოლონეთის შეწირული ფულით საყიდელ დრონსაც აჩუქებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების Bayraktar TB2

პოლონეთში მოქალაქეები აგროვებდნენ ფულს, რათა უკრაინისთვის თურქული საბრძოლო დრონი Bayraktar TB2 ეყიდათ. უპილოტო საფრენი აპარატის მწარმოებელმა თურქულმა კომპანია Baykar-მა გადაწყვიტა დანადგარი უკრაინას უსასყიდლოდ გადასცენ, ხოლო პოლონელი მოქალაქეების მოგროვებული თანხა უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებაში გადარიცხონ. 

ამის შესახებ უკრაინულ მედიასთან ისაუბრა პოლოენლმა ჟურნალისტმა, სლავომირ სერაკოვსკიმ, რომელმა Bayraktar-ის უკრაინისთვის ყიდვის კამპანია წამოიწყო.

ამ დრომდე პოლონელებმა კამპანიის ფარგლებში 22.5 მილიონი ზლოტი მოაგროვეს, რაც დაახლოებით $4.8 მილიონია. შემოწირულობები ჯერ კიდევ გრძელდება და სერაკოვსკის თქმით, თანხის ნაწილი, რომელიც მეტობით დარჩებათ, უკრაინის შეიარაღებული ძალების დასახმარებლად გადაირიცხება. 

აქამდე Baykar-მა უკრაინას უსასყიდლოდ გადასცა 3 დრონი, აქედან ორისთვის უკრაინის მოქალაქეებმა მოაგროვეს თანხა, ერთისთვის კი ლიტვის მოქალაქეებმა. უკრაინისთვის დრონის შესყიდვის სამოქალაქო კამპანია დაწყებულია კანადასა და ნორვეგიაშიც.

კომენტარები