თამბაქოს მოხმარება

NCDC: ელექტრონული სიგარეტი ისეთივე მავნებელია, როგორც თამბაქოს სხვა ნაწარმი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, ელექტრონული სიგარეტი ადამიანებს თამბაქოსთვის თავის დანებებაში არ ეხმარება და ის ჯანმრთელობისთვის ისეთივე მავნებელია, როგორც თამბაქოს სხვა ნაწარმი. 

ეპიდემიოლოგიისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ელექტრონული სიგარეტის მოხმარება ზრდის ფილტვის დაზიანების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, კიბოსა და სხვა დაავადებების რისკს. მათივე ცნობით, ელექტრონული სიგარეტის გამოყენება დამოკიდებულებას იწვევს, განსაკუთრებით კი მოზარდებში.

ცენტრის ინფორმაციით, ხშირ შემთხვევაში, ელექტრონული სიგარეტის მომხმარებელი, პარალელურად, სიგარეტსაც ეწევა, რაც ჯანმრთელობას ორმაგ საფრთხეს უქმნის. კვლევის თანახმად, ელექტრონული სიგარეტის მომხმარებელი სამჯერ უფრო მეტს ეწევა, ვიდრე ტრადიციული თამბაქოს მომხმარებელი.

კომენტარები