ისრაელი-რუსეთი

ლაფიდი რუსეთს: ებრაული სააგენტოს დახურვა სავალალო იქნება, კავშირებზე იმოქმედებს

იაირ ლაფიდი

ისრაელის პრემიერმინისტრის, იაირ ლაფიდის ოფისმა რუსეთში ებრაულ სააგენტოსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სააგენტოს ოფისების დახურვა "სავალალო" იქნება.

გასულ კვირაში იაირ ლაფიდმა, რომელიც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობასაც ასრულებს, გამოაცხადა, რომ მოსკოვში დელეგაციას გაგზავნიდა. გამგზავრებამდე დელეგაციის წევრები ლაფიდს შეხვდნენ.

"პრემიერმინისტრმა ლაფიდმა თქვა, რომ რუსეთთან კავშირი ისრაელისთვის მნიშვნელოვანია. ებრაული თემი  რუსეთში დიდი და მნიშვნელოვანია და მონაწილეობს მოსკოვში ადმინისტრაციასთან ყველა დიპლომატიურ განხილვაში. ებრაული სააგენტოს ოფისების დახურვა სავალალო შემთხვევა იქნება, რასაც შედეგი ექნება ამ კავშირებზე". – ნათქვამია ისრაელის პრემიერმინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში. 

პრემიერის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დელეგაცია გაიგზავნება მაშინ, როცა მოსკოვისგან თანხმობას მიიღებენ.


კრემლი რუსეთში ებრაული სააგენტოს დახურვას აპირებს რასთან დაკავშირებითაც ისრაელის პრემიერმინისტრის, იაირ ლაფიდის ოფისის ცნობით, იერუსალიმი სპეციალურ დელეგაციას გაგზავნის.

აქამდე, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მოსკოვის რაიონულ სასამართლოს მიმართა და მოითხოვა ქვეყანაში ებრაული სააგენტოს მუშაობის შეწყვეტა.

გასულ თვეში რუსეთის მთავრობამ შეატყობინა ებრაულ სააგენტოს, რომელიც აგვარებს ებრაელების ისრაელში ემიგრაციას, რომ აპირებდნენ სამართლებრივი ქმედებების მიღებას "კვაზი-სამთავრობო ორგანიზაციების" წინააღმდეგ, თუ მძიმე მოთხოვნებს არ შეასრულებდნენ.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროს საჩივარს მოსკოვის სასამართლოში 28 ივლისს განიხილავენ.

კომენტარები