ისრაელი-რუსეთი

რუსეთში ებრაული სააგენტოს დახურვას აპირებენ, ისრაელი დელეგაციას გაგზავნის

კრემლი რუსეთში ებრაული სააგენტოს დახურვას აპირებს რასთან დაკავშირებითაც ისრაელის პრემიერმინისტრის, იაირ ლაფიდის ოფისის ცნობით, იერუსალიმი სპეციალურ დელეგაციას გაგზავნის.

აქამდე, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მოსკოვის რაიონულ სასამართლოს მიმართა და მოითხოვა ქვეყანაში ებრაული სააგენტოს მუშაობის შეწყვეტა.

იაირ ლაფიდი სიტუაციის შესაფასევლად შეხვდა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლებს.

"სიტუაციის შეფასების დროს გადაწყდა გაიგზავნოს დელეგაცია პრემიერმინისტრის ოფისიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროდან, იუსტიციის სამინისტროდან და მიგრაციისა და მოხმარების სამინისტროდან მომდევნო კვირაში, რათა რუსეთში ებრაული სააგენტოს მუშაობის გაგრძელება უზრუნველყოფილი იყოს". – აცხადებენ იაირ ლაფიდის ოფისში. 

გასულ თვეში რუსეთის მთავრობამ შეატყობინა ებრაულ სააგენტოს, რომელიც აგვარებს ებრაელების ისრაელში ემიგრაციას, რომ აპირებდნენ სამართლებრივი ქმედებების მიღებას "კვაზი-სამთავრობო ორგანიზაციების" წინააღმდეგ, თუ მძიმე მოთხოვნებს არ შეასრულებდნენ.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროს საჩივარს მოსკოვის სასამართლოში 28 ივლისს განიხილავენ.

კომენტარები