რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თურქეთი: უკრაინის პორტების ბლოკადის მოხსნაზე რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას მოაწერენ ხელს

რუსი მებრძოლი მარიუპოლის პორტში, 12 ივნისი
AP

უკრაინის შავი ზღვის პორტების მარცვლეულის საექსპორტოდ გახსნის შესახებ შეთანხმებას რუსეთი და უკრაინა ხელს მოაწერენ. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ოფისი ავრცელებს. 

რუსეთმა და უკრაინამ თურქეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჯერ არ დაადასტურეს, თუმცა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში აღნიშნა, რომ შესაძლოა, უკრაინის პორტების ბლოკადა მოიხსნას.

"ხვალ, ჩვენ თურქეთისგან ველით სიახლეს ჩვენი ქვეყნისთვის - ჩვენი პორტების ბლოკადის მოხსნის თაობაზე". – თქვა ზელენსკიმ. 

რუსეთმა უკრაინას კიევიდან, შავი ზღვის გავლით, მარცვლეულის ექსპორტი შეუზღუდა, რამაც გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია. მიუხედავად ამისა, მოსკოვი საერთაშორისო სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებლობას უარყოფს და ამგვარი ვითარების შექმნას დასავლეთის სანქციებს მიაწერს. 

პორტების განაღმვისთვის დახმარებას უკრაინა პარტნიორ ქვეყნებს სთხოვს. ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება იმ პორტების განაღმვის საუკეთესო გარიანტიაა, რომლებითაც უკრაინული საკვები პროდუქტის ექსპორტი უნდა განხორციელდეს.

კომენტარები