რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: უკრაინისთვის იარაღის მიწოდება პორტების განაღმვისთვის საუკეთესო გარანტიაა

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება იმ პორტების განაღმვის საუკეთესო გარიანტიაა, რომლებითაც უკრაინული საკვები პროდუქტის ექსპორტი უნდა განცხორცილდეს.

"იარაღი, რომლის განთავსებასაც რეგიონში შევძლებთ. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და მივიღებთ გემსაწინააღმდეგო სისტემებს. ეს არ არის მუქარა. ეს იქნება საუკეთესო გარანტიები [პორტების განაღმვისთვის]". - თქვა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, თურქეთი შესაძლოა, იმ ქვეყნებს შორის იყოს, რომლებიც მარცვლეულის ექსპორტისთვის უკრაინის პორტების დებლოკადაში მონაწილეობენ.

"ჩვენ მზად ვართ მარცვლეულის გასატანად და ვამსხვრევთ რუსეთის რიტორიკას, რომ არ გვინდა გატანა და სასურსათო კრიზისი პროვოცირებას ვახდენთ. ჩვენ მზად ვართ, მაგრამ გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები". - თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები