ქართული ოცნების წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ, რომ როდესაც ისინი თავს ესხმიან ამერიკის ელჩს, ისინი ესხმიან თავს ამერიკის პრეზიდენტსა და ამერიკის მთელი მთავრობის წარმომადგენელს. ელჩი საუბრობს კრიტიკულად, როგორც საქართველოს მეგობარი, მაგრამ ის ასევე წარმოადგენს ამერიკის მთავრობას. ქართულმა ოცნებამ კი მისი კრიტიკისა და მასზე თავდასხმის ნაცვლად, მკაფიოდ უნდა დაინახოს ვინაა მისი მტერი. ეს ნამდვილად არ არის ამერიკა ან მისი ელჩი.
აშშ-საქართველო
კრამერი: ოცნებას უნდა ესმოდეს, ელჩზე თავდასხმა აშშ-ს პრეზიდენტსა და მთავრობაზე თავდასხმაა
tbl.ge/62yq
დაკოპირდა

ამბობს ამერიკის ხმასთან ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი. 8 ივლისს ივანიშვილის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა კელი დეგნანს მიმართა და მოუწოდა, რომ ამერიკის "იმიჯის დასაცავად" ნაციონალური მოძრაობის "პროვოკაციებსა" და "ტექნიკური მთავრობის მოთხოვნებს" საჯაროდ გაემიჯნოს. დეგნანის შეფასებით, ყაველაშვილის განცხადება "სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით".
ამავე თემაზე
- რადიო თავისუფლება: თბილისის აეროპორტში აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავი დაჯდა
- მაჭავარიანი: ვისაც პრეტენზიებს ვუყენებდით, არიან ტრამპის და მისი ადმინისტრაციის მტრები
- პაპუაშვილი აშშ-ზე: ვიზიტს იმედით ვუყურებთ, მაგრამ უფრო მაღალ ტემპს ვისურვებდით
- ბოჭორიშვილი აშშ-ს სახდეპის წარმომადგენელს შეხვდა – საგარეო
- აშშ-ის სახდეპის წარმომადგენელი ოპოზიციის ალიანსს, ლელოსა და გახარიას პარტიას შეხვდა




