სოსო გოგაშვილი

გოგაშვილის შვილი: იმედია, ჩემი ოჯახის გვერდით ბევრი დადგება, რომ დავასრულოთ ეს რეჟიმი

სხვადასხვა სახის ინფორმაცია შევიტყვეთ, რომ მოსასმენი აპარატურა არის დამონტაჟებული ჩვენს სახლებში, ავტომანქანებში, ასევე გადაადგილების დროს შევამჩნიეთ რომ გვითვალთვალებენ და ნამდვილად ვერ  ვგრძნობთ უსაფრთხოდ თავს. შესაძლოა, დაგეგმილი იყო ჩვენი ლიკვიდირება და ის სპეცოპარაციაც ამას უკავშირდებოდა, რომ ჩემი მშობლების სახლში დაგეგმილი იყო მამაჩემის ლიკვიდირება უბრალოდ. როცა დედაჩემმა შეძლო ამის ვიდეოზე ასახვა, არ ელოდნენ ალბათ ამ ვიდეოს გავრცელებას და ამიტომ ვერ შეძლეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ იოსებ გოგაშვილის ლიკვიდირება სურდათ მათ. 

არ ვიცი რა იქნება, არ ველოდებით რაიმე სწორ გადაწყვეტილებას რომ მიიღებენ მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, არ გავჩუმდებით, არ გვეშინია არაფრის, ქართული ოცნების ყველა წევრს მივმართავ, რომ აუცილებლად აგებენ პასუხს. 

ქართული ოცნება, ანუ იგივე რუსული ოცნება, იმიტომ რომ იოსებ გოგაშვილი ებრძოდა რუსული მმართველობას და ამიტომ სურს რუსულ ოცნებას ანუ ქართულ ოცნებას მამაჩემზე შურისძიება და გაჩუმება... იმედია, ჩემი ოჯახი მარტო არაა ამ ბრძოლაში და ჩვენს გვერდით ბევრი ადამიანი და ორგანიზაცია დადგება, რომ დავასრულოთ ეს რეჟიმი, რადგან იგივე არ განმეორდეს სხვა ოჯახებში. არავინაა დაზღვეული დღეს ამისგან. 

TV პირველთან ამბობს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილი, ნინო გოგაშვილი. საქალაქო სასამართლოში გოგაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ. 

კომენტარები