სოსო გოგაშვილი

გოგაშვილის ცოლი: სპეცრაზმელმა თქვა, საჩუქარი ვაჩუქეთ, მისაღები მიიღო, რა დავალებაც გვქონდაო

[სპეცრაზმელმა თქვა] ვაჩუქეთ საჩუქარი, წარმატებულად ჩაიარა, პრემიაც გვეკუთვნის, მისაღები მიიღო, რაც დავალება გვქონდაო. მე გავედი და ვუთხარი, სოსო, ჩასადები ჩადეს უკვე და ახლა მეუბნებიან, რომ ჩხრეკას დავესწრო და რა აზრი აქვს, სამი კაცი უკვე გამოვარდა და გააკეთა, იძახის, რომ საჩუქარი მიიღო-მეთქი. ესე იგი, იარაღი დამიდო, მაჩუქესო [მითხრა]

ამბობს სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ცოლი, თეა მარტყოფლიშვილი ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. მისივე ცნობით, გოგაშვილი 3 მუხლით არის დაკავებული - მათ შორის, იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა ტარებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლებით. 

კომენტარები