რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა $1.7 მილიონის გრანტს მიიღებს USAID-ის, IBRD-ისა და IDA-ს ფონდისგან – შმიგალი

Денис Шмигаль / Telegram

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის ცნობით, ქვეყანა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისა (IBRD)  და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) მიერ შექმნილი ერთობლივი ფონიდან $1.7 მილიონის გრანტს დაბრუნების ვალდებულების გარეშე მიიღებს.

"თანხები მიმართული იქნება სამედიცინო გარანტიების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურების დასაფინანსებლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ამერიკელი პარტნიორებისგან". – წერს შმიგალი.

უკრაინის პრემიერმინისტრის ცნობით, ფონდთან შეთანხმების პროექტი 9 ივლისს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.

კომენტარები