პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ განსხვავებული მიზნები გვაქვს. ჩვენ გვინდა ევროკავშირში შესვლა, ოპოზიციას უნდა ხელისუფლებაში მოსვლა. ჩვენ გვინდა ისეთი გეგმა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში შეიყვანს, მათ უნდათ ისეთი გეგმა, რომელიც ხელისუფლებაში მოიყვანს. ეს არის განსხვავება და როცა მიზნები განსხვავებულია, შეთანხმება რთულია. მათი განცხადებები იყო, რომ ქართული ოცნება ევროკომისიის მოთხოვნებს არ შეასრულებს და აქციაზე ხალხის მისვლა დააანონსეს, თუმცა, როცა დაინახეს, რომ დავიწყეთ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება, საზოგადოებას უთხრეს, რომ ეს ის გეგმა არ არის, რაც თქვენ გგონიათ და ჩვენ შევქმნით გეგმას, რომელიც ხელისუფლებაში მოგვიყვანსო. აქციაზე მისული საზოგადოება ელოდებოდა, რომ ნახავდნენ გეგმას, როგორ შევიდოდნენ ევროპაში, თუმცა დახვდათ გეგმა, როგორ მოვიდოდა ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებაში, ამიტომ მიიღეს ის შედეგი, რაც მიიღეს.
საქართველო-ევროკავშირი
მაჭარაშვილი: ჩვენ გვინდა ევროკავშირში შესვლა, ოპოზიციას უნდა ხელისუფლებაში მოსვლა
tbl.ge/62i8
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
ამავე თემაზე
- პაპუაშვილი EU-ზე: საქართველო ნამდვილად არ აპირებს სსრკ-ზე უარეს პირობებზე სადმე შესვლას
- პაპუაშვილი: რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები
- ბოჭორიშვილი: EU-ში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
- კობახიძე: როგორც ევროპარლამენტმა, ისე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც გაიუფასურა თავი
- კობახიძე რეზოლუციაზე: პირდაპირ დისკრიმინაცია ჩანს, ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა




