ქართული ოცნება

მდინარაძე სამხარაძეზე: დიტო არის უდიდესი პატრიოტი, უერთგულესი ადამიანი

დიტო არის თავისი სამშობლოს მოყვარული, უდიდესი პატრიოტი ადამიანი, უერთგულესი ადამიანი, როგორც თავისი ქვეყნის, მეგობრების, მისი გუნდის და თავისი საქმის, დაუზარელი ადამიანი. აქვე გეტყვით იმას, რომ ახლა ბილწსიტყვაობა, შეგინება, ზოგადად, რა თქმა უნდა, მოსაწონი არ არის. მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ ორმაგი სტანდარტის რაღაც გაუგონარ ფორმას. იმავე დღეებში ხდებოდა ანრის ამბავი და ეს თურმე ეს საშინელება, რაც, დარწმუნებული ვარ, იციან იმ ადამიანებმა, ვინც აკრიტიკებს ამ ყველაფერს, უნდა მოეთმინა თურმე ანრის, ასჯერ უარესი უნდა მოეთმინა და მათი ბელადის შეგინება დიმიტრის მხრიდან იყო ასჯერ უარესი თუმე - უკუღმა დატრიალდა.  

მეორე, პატრიარქის უმძიმეს შეურაცხყოფაზე გვქონდა საუბარი, არ ვიცი, გავიმეორო თუ არა, მაინც ვიტყვი - ტაფით საცემიაო, იძახდნენ მათი ჯგუფების წარმომადგენელი, ოლიგარქიო... პატრიარქს პირად შეურაცხყოფას აყენებდნენ და ამაზე აღშფოთებული ხალხი ვერ ვნახე, დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაგიჟდა ყველა. დავიჯერებ დიმიტრის შეგინებაზე გაბრაზებას, თუ ვნახავ, რომ ეს ადამიანები პატრიარქის შეურაცხყოფაზეც გაბრაზდნენ. 

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე იმედის ეთერში ქართული ოცნების დეპუტატზე, დიმიტრი სამხარაძეზე, რომელმაც 3 ივლისს გამართულ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს პარტიის ოფისიდან აგინა

კომენტარები