ქართული ოცნება

სამხარაძე: ჩემი გინების ადრესატს გაცილებთ მეტი ეკუთვნის

კადრი ვიდეოდან / TV პირველი

ქართული ოცნების დეპუტატი და პოლიტსაბჭოს წევრი, დიმიტრი სამხარაძე საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის გინების შემდეგ წერს, რომ მის ადრესატს "გაცილებით მეტი ეკუთვნის".

"პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემი გინების ადრესატს გაცილებით მეტი ეკუთვნის და ყოველთვის ეს განწყობა მექნება მკვლელების რეჟიმის ლიდერის თუ ლიდერების მიმართ, რომელსაც ჩემი ქვეყნის წალეკვა აქვთ გადაწყვეტილი, თუმცა მართლა უკაცრავად საზოგადოებასთან, რომელსაც ჩემი გინების მოსმენა მოუწია". – წერს დეპუტატი.

დიმიტრი სამხარაძემ 3 ივნისს ქართული ოცნების ოფისთან შეკრებილ მოქალაქეებს აგინა. ვიდეო თავად სამხარაძემ გამოაქვეყნა, თუმცა, მალევე წაშალა. მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობით ქართული ოცნების ოფისთან პარლამენტთან მიმდინარე აქციის შემდეგ გადაინაცვლეს.

კომენტარები