შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი NED-ის პრეზიდენტზე: ეს ბატონი გათხოვილა კიდეც

კმაყოფილებით გაუწყებთ, რომ ამ დღეებში გეიპრაიდის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად და პარლამენტში უძრავად მჯდომ ოპოზიციასთან შესახვედრად სპეციალურად ვაშინგტონიდან ჩამოვიდა ამერიკის დემოკრატიის მხარდამჭერი ეროვნული ფონდის პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი. ვიკიპედიის თანახმად ეს ბატონი ახლახანს გათხოვილა კიდეც რასაც მოგვიანებით მაგრამ მაინც ვულოცავთ. ამასთან მაღალჩინოსან სტუმარს გარდა პატივცემული გეიპრაიდისა და საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებთან მტკვივნეულ საკითხებზე საუბრისას ყურადღება,რომ გაემახვილებინა ლეიბორისტული პარტიის აკრძალვასთან და დევნასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ნამდვილად არ დაამცრობდა ეს მის უაღრესად ეფექტურ მისიას. უფლებების დაცვა საყოველთაოა და არა შერჩევითი.

FACEBOOK-ზე წერს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორზე, დეიმონ უილსონზე. 

კომენტარები