შალვა ნათელაშვილი

"პატარძლის არ იყოს, არ ამცდა" – ნათელაშვილი კორონავირუსით ინფიცირებაზე

"ჩემდა გასაოცრად, არ ამცდა, პატარძლის არ იყოს, არ ამცდა". – ამბობს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში კორონავირუსით ინფიცირებაზე.

"40 თუ 50 წელია, ოჯახს არ ვუნახივარ მუდმივ რეჟიმში, დილიდან საღამომდე, ამიტომ ჩემები მადლობას უხდიან კოვიდს, რა თქმა უნდა, ეს - ხუმრობით..." – ამბობს შალვა ნათელაშვილი.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერს კორონავირუსი 28 აპრილს დაუდასტურდა. ის სახლში მკურნალობს.

კომენტარები