ევროკავშირი-საქართველო

გრეგოროვა კობახიძეს: ჩეხეთში ოლიგარქის მოსაშორებლად უთანხმოება დავძლიეთ – იმავეს გისურვებთ

ევროპარლამენტარი, მწვანეთა ალიანსის წევრი, მარკეტა გრეგოროვა ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს გამოეხმაურა, რომელმაც ჩეხეთში ევროპარლამენტარის რეიტინგი გააკრიტიკა და აღნიშნა, "გრეგოროვამ ჩვენ უნდა გვასწავლოს ჭკუა, ჩეხ ხალხს ვერ არწმუნებს თავის ქვეყანაში". გრეგოროვას თქმით, ჩეხეთის დემოკრატიამ მრავალფეროვნებითა და თანხმობით ოლიგარქის მოშორება შეძლო - სწორედ ამას უსურვებს ევროპარლამენტარი საქართველოს.

"დიახ, ჩვენი ჩეხეთის ახალგაზრდა დემოკრატია ამაყობს საკუთარი მრავალფეროვნებით. გვაქვს რა ხუთი პარტიისგან შექმნილი მთავრობა, რომელმაც ოლიგარქის მოსაშორებლად უთანხმოება დაძლია. იმავეს ვუსურვებ საქართველოს. მეტი თანამშრომლობა 15%-იან პარტიებთან, რომლებიც საზოგადოების მრავალფეროვნებას წარმოადგენენ". - წერს Twitter-ზე მარკეტა გრეგოროვა. 

კომენტარები