რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოლცი: შეუძლებელია რუსეთთან ომამდელ ურთიერთობას დავუბრუნდეთ

Krisztian Bocsi/Bloomberg/Getty Images

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, დასავლეთი რუსეთთან უკრაინის ომამდე ურთიერთობას ვერ დაუბრუნდება. მან აღნიშნა, რომ მოსკოვის მიერ დაწყებული ომი არის "ღრმა ჭრილობა საერთაშორისო ურთიერთობებში".

"[ომს] გრძელვადიან პერსპექტივაშიც მოაქვს ცვლილებები, რომლებიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გარდაქმნიან საერთაშორისო ურთიერთობებს". – აღნიშნა შოლცმა G7 სამიტისას კონფერენციაზე.

გერმანიის კანცლერის განმარტებით, მართალია, ჯერ უცნობია, თუ როგორ შეცვლის ომი საერთაშორისო სივრცეს, თუმცა G7-ის ქვეყნებმა მაინც უნდა აჩვენონ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში - ისინი დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის ერთგულნი რჩებიან.

გერმანიაში დიდი შვიდეულის სამიტი მიმდინარეობს. სამიტის მთავარი განსახილველი საკითხი უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერება, რუსეთზე კი სანქციებით ეკონომიკური ზიანის მიყენებაა. G7-მა უკვე სრულად აკრძალა რუსეთიდან ოქროს იმპორტი. მედიის ინფორმაციით, ოქროს იმპორტის აკრძალვასთან ერთად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსული ნავთობის იმპორტისას ფასის ლიმიტის დაწესებაზე. 

კომენტარები