სამხრეთ აფრიკა

სამხრეთ აფრიკაში ღამის კლუბში 21 მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს

Independent

სამხრეთ აფრიკის ქალაქ ისთ-ლონდონში, ერთ-ერთ ღამის კლუბში 22 ადამიანი (აქედან 21 მოზარდი) გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, ადგილზე ამოღებული სინჯები გადაგზავნილია ტოქსიკოლოგიურ შემოწმებაზე, გამოძიებას მოწამლვაზე აქვს ეჭვი.

გარდაცვლილთა ასაკი 13-დან 20-დე მერყეობს, სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდები ღამის კლუბში სკოლის დამთავრებას ზეიმობდნენ. 

გამოძიების თქმით დაღუპულებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. პოლიციამ ასევე დაადგინა, რომ ღამის კლუბში არასრულწლოვნებზე გაიყიდა ალკოჰოლი, რაც კანონდარღვევაა.

"თავიდან გვეგონა, რომ კლუბში ჭყლეტა მოხდა, მაგრამ ადგილზე მისულებს სხვა სურათი დაგხვდა, ჭყლეტა გამორიცხულია. გამოძიების ამ ეტაპზე არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, ამიტომ სიკვდილის მიზეზს ვერ გეტყვით, სინჯები გადაცემულია ლაბორატორიაში". – ამბობს ადგილობრივი პოლიციის უფროსი, ბეკი ჩელე.

ადგილობრივი გაზეთის ჟურნალისტი, რომელიც ერთ-ერთი პირველი შევიდა ღამის კლუბში წერს, რომ მისი აზრით, ახალგაზრდები უეცრად გარდაიცვალნენ, თითქოს გონება იქ დაკარგეს სადაც ცეკვავდნენ, ისხდნენ და საუბრობდნენ.

კომენტარები