საქართველო-ევროკავშირი

ჩერგოლეიშვილი: ევროპაში დაბრუნება ჩვენი ეროვნული ამოცანაა და არა საშინაო დავალება

"საშინაო დავალება" დაამკვიდრეს ტვ სპიკერებმა.

თითქოს EU რაღაც საშინაო დავალებებს გვაძლევს.

ნუ იყენებთ ამ თვითდამამცირებელ ტერმინებს სუვერენული სახელმწიფოს წარმომადგენლები - მითუმეტეს, ლიდერობაზე პრეტენზიის მქონეები.

არავის მოსწავლეები არ ვართ.

არც არავის ვასალები არ ვართ.

დემოკრატია და ევროპაში დაბრუნება ჩვენი ეროვნული ამოცანაა და არა საშინაო დავალება!

დემოკრატიას იმიტომ არ ვაშენებთ და ევროპაში იმიტომ არ ვბრუნდებით, რომ EU-მ დაგვავალა!

ეს არის ჩვენი ისტორიული მისია!

რა საშინაო დავალება? Give me a break!

წერს ტაბულას დამფუძნებელი და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები