რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კლიჩკო: კიევზე თავდასხმის შედეგად ადამიანთა დიდი რაოდენობა დაშავდა

Metin Aktas/Anadolu Agency/Getty Images

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, კიევზე თავდასხმის შედეგად ადამიანთა დიდი რაოდენობა დაშავდა. 

"ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. ვიმედოვნებთ, რომ არ გვეყოლება მსხვერპლი - დაზუსტებულ ინფორმაციას მალე შეგატყობინებთ". - აღნიშნა კიევის მერმა.

ვიტალი კლიჩკოს თქმით, რუსები მიზნად ისახავენ, დიდი შვიდეულის ქვეყნების სამიტამდე "უკრაინა დააშინონ". G7-ის ლიდერები გერმანიაში იკრიბებიან, რათა იმსჯელონ კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებასა და მოსკოვისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე.

კიევზე თავდასხმისას 9-სართულიანი კორპუსი დაზიანდა, სადაც ამ დრომდე სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. მაშველებმა უკვე შეძლეს რამდენიმე ადამიანის ამოყვანა, მათ შორისაა 6 წლის ბავშვი. 

კომენტარები