ევროკავშირის ერთი ქვეყანა დამისახელეთ, რომელიც ჩვენს სამეზობლოშია. ბუნებრივია, ჩვენ უფრო რთულ მდგომარეობაში ვართ. მოგეხსენებათ, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ჩვენი რეგიონიდან ამ ეტაპზე მიისწრაფვის ევროკავშირში, არის თურქეთი, რომელმაც 1987 წელს შეიტანა განაცხადი კანდიდატობის მოთხოვნაზე, 1999 წელს მიიღო მხოლოდ კანდიდატობა და მას შემდეგ ლაპარაკი შეწყდა. ამ ფონზე საქართველოს რომ მიანიჭონ, თურქეთს უნდა აუხსნან. სხვათა შორის, თურქეთი არის ქვეყანა, რომელმაც დააარსა ევროპის საბჭო და 1959 წლიდან არის NATO-ს წევრი. შესაბამისად, მინდა გითხრათ პირდაპირი გაგებით, რომ იგივე გეოგრაფიული ლოკაცია რომ ჰქონოდა მოლდოვას ან უკრაინას, დამიჯერეთ, არც მათ არ მისცემდნენ. იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ევროპა ფიქრობს იმ საზღვრების ფაქტობრივად გადიდებას, რომელიც ევროპაშია, ქვეყნებს ვგულისხმობ. აქეთ, რა თქმა უნდა, ისინი ჩვენ გვერდით არიან, გვეხმარებიან, მაგრამ რომ არა ომი უკრაინაში, საერთოდ საკითხი დადგებოდა ან უკრაინისთვის, ან მოლდოვისთვის, ან საქართველოსთვის კანდიდატობის მიცემაზე – რა თქმა უნდა, არა.
საქართველო-ევროკავშირი
კახიშვილი: მოლდოვას, უკრაინას იგივე გეოგრაფიული ლოკაცია რომ ჰქონოდათ, სტატუსს არ მისცემდნენ
tbl.ge/622m
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, კახა კახიშვილმა იმედის ეთერში. 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს – არა.
ამავე თემაზე
- საგარეო რეზოლუციაზე: არ ემყარება ობიექტურ შეფასებას, შეიცავს ტენდენციურ ინტერპრეტაციებს
- პაპუაშვილი EU-ზე: საქართველო ნამდვილად არ აპირებს სსრკ-ზე უარეს პირობებზე სადმე შესვლას
- პაპუაშვილი: რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები
- ბოჭორიშვილი: EU-ში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
- კობახიძე: როგორც ევროპარლამენტმა, ისე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც გაიუფასურა თავი




![კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/07/ass.png.jpg?itok=71JE_M-6)