საქართველო-ევროკავშირი

ჩერგოლეიშვილი: ეროვნული თანხმობა საარჩევნო ყუთთან განისაზღვრება, სხვა გზა არ არსებობს

თამარ ჩერგოლეიშვილი

"ეროვნული თანხმობა საარჩევნო ყუთთან განისაზღვრება, სხვა მექანიზმი არ არსებობს". - წერს ტაბულასა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების (VES) დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი. 

მეგობრებო, ევროპული საქართველოს, ტაბულას, თავისუფლების ინსტიტუტის და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების ამოცანაა დეოლიგარქიზაცია.

დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ხალხის მიერ ოლიგარქისთვის მიტაცებული ძალაუფლების ჩამორთმევას - ანუ დემოკრატიზაციას.

დემოკრატიაში მანდატს იძლევა ხალხი - ნებისმიერი რეფორმა ხორციელდება ხალხის მანდატით.

ეროვნული თანხმობა განისაზღვრება საარჩევნო ყუთთან - ეროვნული თანხმობის განსაზღვრის სხვა მექანიზმი ევროპულ ცივილიზაციაში არ არსებობს.

ჩვენ მხარს დავუჭერთ დროებით მთავრობას, რომლის ამოცანაც მხოლოდ და მხოლოდ ხალხისთვის ძალაუფლების დაბრუნება იქნება - ანუ ივანიშვილის კონტროლის გარეშე ჩაატარებს არჩევნებს, სადაც ხალხი თავის წართმეულ ნებას გამოხატავს.

სხვა ყველაფერი არის ძალაუფლების უზურპაცია და ჩვენს ამოცანებს ეწინააღმდეგება.

ოლიგარქიის ოლიგარქიით ჩანაცვლებას ჩვენ არ დავუშვებთ.

გეგმა არის ერთი:

ყველა პარტიამ, თუ სამოქალაქო ჯგუფმა იმუშაოს იმისთვის, რომ მათ გარშემო შემოიკრიბოს საკმარისი ხალხი, იმისთვის, რომ ივანიშვილი ვაიძულოთ წავიდეს.

შემდეგ, დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები და ამ არჩევნებში მოპოვებული ხალხის მანდატით იმართოს ეს ქვეყანა და დაბრუნდეს ევროპულ ცივილიზაციაში.

ანუ ჩვენი ამოცანა არის ძალაუფლების ხალხისთვის დაბრუნება და არაფერი სხვა.

ხალხსვე მივანდობთ საკუთარ ბედს - თუ მანდატს მივიღებთ, მოვალთ და იმ რეფორმებს გავატარებთ, რასაც დაგპირდებით.

არადა, ისევ თქვენი ნდობის მოსაპოვებლად ვიბრძოლებთ. 

გუშინ, 24 ივნისს გამართულ აქციაზე სამოქალაქო მოძრაობამ შინ ევროპისკენ საკუთარი მოთხოვნები წარადგინა: გადადგეს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნებს შეასრულებს. 

"ქართველი ხალხის ბოლო მკაცრი ამოთქმაა: გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით, შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს ზამთარი სანამ მოვა. ხელისუფლებას აქვს ერთი კვირა, რომ გადააყენოს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა და შეასრულოს მეორე პირობაც. იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება, თუ ბიძინა ივანიშვილი პირადად ყურად არ იღებს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ მოვალთ კიდევ უფრო მეტი ვიდრე ვიყავით 20 ივნისს და ვანახებთ ქართველი ხალხის რისხვას [...] ჩვენ მოვალთ კიდევ უფრო მეტი. დავრჩებით აქ, არ დავიშლებით სანამ არ დაიშლება ოლიგარქია." - თქვა შოთა დიღმელაშვილმა. 

კომენტარები