საქართველო-ევროკავშირი

ვოლსკი: ძალიან გული მწყდება, ახალგაზრდების ნაწილი შეცდომაშია შეყვანილი, თუ რას ჰქვია ევროპა

მოთხოვნაა, რომ ტექნიკური მთავრობა შეიქმნას. რა ტექნიკურ მთავრობაზეა ლაპარაკი? მე ძალიან გული მწყდება იმის გამო, რომ ახალგაზრდების გარკვეული რაოდენობა აბსოლუტურად შეცდომაშია შეყვანილი იმასთან დაკავშირებით, თუ რას ჰქვია ევროპა, როგორი უნდა იყოს ევროპული ქვეყანა, სად მიისწრაფვის ჩვენი ქვეყანა იმ შემთხვევაში, თუ ეს ქაოტური პროცესები დაიწყება და ეს ტექნიკური მთავრობა... ეს ბუნტი პოლიტიკურ ველზე სადამდე მიგვიყვანს. მეორე - ვის მიყვები?! ადამიანს, რომელმაც შენი წლოვანების ხალხი აწამა.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი ვოლსკი. გუშინ, 25 ივნისს გამართულ აქციაზე სამოქალაქო მოძრაობამ "შინ ევროპისკენ" მოთხოვნები გამოაცხადა - აქტივისტები პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და "ეროვნული თანხმობით მთავრობის შექმნას" ითხოვენ

კომენტარები