ევროკავშირი-საქართველო

ევროპულმა პარლამენტმა უკრაინა-მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

ევროპულმა პარლმა პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. 

რეზოლუციას მხარი 529 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 45 კი წინააღმდეგი იყო. 14-მა თავი შეიკავა.

რეზოლუცია უკრაინისთვისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის "დაუყოვნებლივ" მინიჭებას უჭერს მხარს. რაც შეეხება საქართველოს, გაცემულია იგივე რეკომენდაცია, თუმცა სტატუსის გადაცემა მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა საქართველოს მთავრობა დააკმაყოფილებს ევროპული კომისიის დასახულ პრიორიტეტებს. 

17 ივნისს ევროპულმა კომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოს კი ამ ეტაპზე მხოლოდ ევროპული პერსპექტივა დაუდასტურა, ხოლო კანდიდატობის გადაცემისთვის დასახა პრიორიტებები, რომელთა შესრულების შემდეგაც საქართველო სტატუსს მიიღებს.

ევროპული პარლამენტი უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მთავრობებს მოუწოდებს, რომ "ერთხმად გამოხატონ პოლიტიკური მონდომება, რათა ხორცი შეასხან საკუთარი ხალხის ევროპულ ამბიციებს", დააჩქარონ რეფორმები ევროკავშირის კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად.

კომენტარები