20 ივნისის აქცია

პრემიერი: 20 ივნისს ევროპის მხარდასაჭერად გასულ ადამიანებს მიშა დახვდათ საბოლოო ჯამში

ევროპა არამხოლოდ იმ ადამიანების არჩევანია, რომლებიც გამოვიდნენ აქციაზე ევროპული იდეის მხარდასაჭერად და დახვდათ მიშა საბოლოო ჯამში. აქციაზე გამოვიდნენ ევროპის მხარდასაჭერად და დახვდათ მიშა სააკაშვილის პლაკატები, როგორ მოგწონთ? 

მაგრამ ჩვენი მოსახლეობის 85% მხარს უჭერს ევროპულ იდეას, ასე რომ... როგორ გითხრათ, როცა ადამიანი, პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომ მიითვისოს ის, რაც მას არ ეკუთვნის, არამედ ეკუთვნის ხალხს, ეს არის ამორალური საქციელი. მითუმეტეს, ამ ძალას არაფერი გაუკეთებიათ ჩვენი ევროპული მომავლისთვის.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში, 20 ივნისის აქციის შესახებ - შინ ევროპისკენ.

კომენტარები