საქართველოს პარლამენტი

მიდი და გამოექანე – ღარიბაშვილი სავარაუდოდ ხაბეიშვილს მიმართავს

საქართველოს პარლამენტში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ. საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის მეთაური ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს.

სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს, - "შენ ნუ ყვირიხარ, მიდი და გამოექანე, შენ ჩაგაბარებ ანგარიშს, არარაობა ხარ ჩვეულებრივი, ჩუმად იყავი". - მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა სავარაუდოდ ნაციონალური მოძრაობის წევრს, ლევან ხაბეიშვილს.

პლენარულ სხდომაზე ხმაური მოჰყვა პრემიერმინისტრის სიტყვას, რომ 2008 წლის ომის დროს ქვეყანამ იხილა "მიწაზე მოფორთხიალე ე.წ. მთავარსარდალი, გამოქცეული თავდაცვის მინისტრი და გაქცეული დეპუტატები, ქვეყნიდან გარბოდნენ".

კომენტარები